აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ თავდასხმებზე საუბრისას განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ის, რაც ხდება.
„არ მომწონს ის, რაც ხდება. ეს შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა. არ მომწონს [...] როდესაც ვხედავ რაკეტებს, რომლებიც [უკრაინის] ქალაქებისკენ მიფრინავენ, ეს ცუდია.
ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - თქვა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადაა სამმხრივი შეხვედრისთვის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პუტინთან.
„ვისურვბდი, რომ ეს რამდენიმე თვის წინ მომხდარიყო, მაგრამ ამჟამად ჩვენ პუტინთან ვმუშაობთ და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.