ამერიკას დიპლომატიური ურთიერთობა ანტიამერიკულ რეჟიმებთანაც აქვს, მთავარი აქ ისაა, რეჟიმს რომ კალენდრის მიხედვით გამოგზავნილ პროტოკოლურ მილოცვაზე ასეთი ჟივილ-ხივილი აქვს, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო,
საბედნიეროდ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ აქვს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა.
ამერიკას დიპლომატიური ურთიერთობა ანტიამერიკულ რეჟიმებთანაც აქვს.
კარგმა ხალხმა აქცენტი გაასწორეთ.
მთავარი აქ ისაა, რეჟიმს რომ კალენდრის მიხედვით გამოგზავნილ პროტოკოლურ მილოცვაზე ასეთი ჟივილ-ხივილი აქვს.
დალაგების (ეროვნული ინტერესების ლობირებაზე აღარც ვსაუბრობ) რა რესურსი შეიძლება ჰქონდეს რეჟიმს, რომელსაც კალენდარული მილოცვა უხარია?
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო მდივანმა ცხადად და გარკვევით შეაფასა ივანიშვილის რეჟიმი ანტიამერიკულ ძალად, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს მართავს.
ასევე ცხადად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილი არ არის, რა ფასს დაუჯენენ ივანიშვილის რეჟიმს ანტიამერიკული ინტერესების მსახურებას მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში.
მაგრამ, რა ფასიც არ უნდა დაუჯინონ, აშშ რეჟიმებს არ ცვლის (თუ სამხედრო ინტერვენციას არ ახდენს).
რეჟიმებს, თუნდაც და მათ შორის გაყალბებული არჩევნების არ შერჩენის გზით, ცვლის ხალხი - იხილეთ ვარდების რევოლუცია.
ამიტომ, თუ შეიძლება იდექით მტკიცედ და მშვიდად გააგრძელეთ რეჟიმის ცვლილებაზე მუშაობა თქვენს გარემოცვაში.
არც ჩვენი ამოცანები შეცვლილა და არც რეჟიმის პრობლემები", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.