ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია ერთი კვირის განმავლობაში ამზადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ე.წ. „მემორანდუმს“, მთელი მსოფლიოს დაცინვაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური ნაბიჯები რეალური მშვიდობისკენ. ჩვენ გვჭირდება ახალი და ეფექტური უსაფრთხოების არქიტექტურა. ამისთვის ჩვენ პარტნიორებს ვაერთიანებთ. და ნამდვილად დროა, რუსეთზე მეტი ზეწოლა განხორციელდეს, რათა შედეგი არა მხოლოდ ერთი, არამედ ყველაფერი, რაც საჭიროა. და როდესაც რუსებმა უკვე ერთი კვირა დახარჯეს ე.წ. „მემორანდუმის“ შემუშავებაზე, რომლითაც მათ სურთ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას უპასუხონ, ეს ნამდვილად მთელი მსოფლიოს დაცინვაა. ამდენი დრო! ომში ყოველი დღე სიცოცხლის დაკარგვაა. რა თქმა უნდა, რუსეთში ადამიანებს არ ითვლიან. მაგრამ მსოფლიომ უნდა დაითვალოს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებია საჭირო", - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ პარასკევს დაწყებული ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა თურქეთში რუსებთან შეხვედრის ერთადერთი მნიშვნელოვანი შედეგია, ყველაფერ დანარჩენს კი ბლოკავენ.