ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ერთი მხრივ, ვხედავთ შეშინებულ, ხელისუფლებას, რომელსაც უამრავი პოლიციელი ჰყავს გამოყვანილი ისე ეშინია. აქეთ ვხედავთ გამბედავ ხალხს, რომელიც გამბედავ ბიჭს, ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს მხარს. წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება იმ დარბაზში, მაგრამ რახან ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ. ეს არის დიდი შეცდომა. მაგრად მოცურდა ხელისუფლება. ჯერ ჩვენი კოალიციის ხალხმა გააწნა სია, შემდეგ ოქრუაშვილმა და ახლა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ქედს არ უხრის". - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.