გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება.
"საქართველოსა და გერმანიას შორის მეგობრობა გაგრძელდება. მე პირადად საქართველოს მეგობარი ვარ და ჩემი საქმეა გავაკეთო ყველაფერი რომ გავაგრძელოთ მეგობრობა, რომელიც ახლა დაძაბულია.
ბათუმში მე ცოლთან ერთად ვსეირნობდი. გამოჩნდა ვიღაც კაცი, რომელმაც დაიწყო ყვირილი. ქართველმა ქალმა და კაცმა, რომლებთან ერთადაც ვიყავით უთხრეს რომ დაწყნარებულიყო და წასულიყო. ანალოგიურისაკენ მოუწოდეს სხვა ქართველებმაც, რომლებიც ჩვენს გარშემო იდგნენ. რაც სიმშვიდის მიზეზია არის ის, რომ მას არავინ შეუერთდა და ყველა ვინც იქ იყო უთხრა, რომ არასწორი იყო. და ის წავიდა.
ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მივიღე უამრავი შეტყობინება და აქაც მოვიდნენ და მითხრეს რომ შეწუხებულები არიან. ეს ძალიან არაქართული საქციელი იყო", - განაცხადა ფიშერმა ტელეკომპანია ფორმულასთან.
18 მაისს, გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეო სოციალურ ქსელში POS TV გაავრცელა.