მას შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ არ შეიძლება, ენდო ივანიშვილის არჩევნებს და საქართველოში უნდა ჩავატაროთ რამე ალტერნატიული და ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ინტერნეტარჩევნები, უკვე გვაქვს სამი შემოთავაზება, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სატელეფონო არჩევნებმა. უნდა გითხრათ, რომ ასეთი არჩევნები უკვე ჩატარდა ესტონეთში. იმის შემდეგ, რაც მე გამოვაცხადე, რომ საქართველოში არ შეიძლება, ენდო ივანიშვილის არჩევნებს და ჩვენ უნდა ჩავატაროთ რამე ალტერნატიული და ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს ინტერნეტარჩევნები, უკვე გვაქვს სამი შემოთავაზება, სამივე ჩამოვა. ჩვენ მოვიყვანთ საზღვარგარეთიდან, ევროპიდან, ამერიკიდან სპეციალისტებს და ვეტყვით, რომელია ყველაზე სანდო. რომელიც იქნება ყველაზე სანდო, ამის შემდეგ შევთავაზებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩაერთოს ამ საქმეში და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები. სხვა არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ის კალანდარიშვილი დაიწერენ, რამდენსაც უნდათ“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძე განმარტავს, რომ ეს აპლიკაცია უკვე შექმნილია. „ერთი ევროპაშია, ორი – ამერიკაში. ისინი ჩამოდიან და როგორც კი ჩამოვლენ, გეტყვით“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ყალბი და ცრუ არჩევნები არ უნდა ჩაატარებინონ.
„ყველანი გავერთიანდით აქ, ყველანი იყვნენ, „ლელოც“ იყო, „ნაციონალური მოძრაობაც“, 4 ნომერიც იყო, ინაშვილის პარტიაც იყო, ლევან ცუცქირიძე, ყველანი იყვნენ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.