ვინც იხდის გირაოს, მათი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ვინც არ იხდის, მათ ვუწონებ ამ საქციელს, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ გირაოს გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.
სანიკიძის თქმით, თავად გირაოს არ გადაიხდიდა.
ლევან სანიკიძის განცხადებით - “მე არ გადავიხდიდი ამ გირაოს, მაგრამ ამ ადამიანების ადგილზე თავს ვერ ჩავაყენებ, ეს არის სუბიექტური გადაწყვეტილება და მე ასე დავყოფდი, ვინც იხდის გირაოს, მე მათი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ ვინც არ იხდის, მათ ვუწონებ ამ საქციელს. შეუძლებელია ორივე ერთნაირად შევაფასო, ფაქტია ზურა ჯაფარიძე, რომელსაც ხვალ აქვს სასამართლო პროცესი, ოჯახში, მამას და მეუღლეს უკვე ემშვიდობება, რადგან ფიქრობს, რომ აღმოჩნდება საპყრობილეში და შეუძლებელია ის ადამიანები, ვინც იხდიან ჯარიმას, გავუტოლოთ ამ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მორალურ უპირატესობას იმ ადამიანებთან, ვინც გადაიხადა გირაო, არ მგონია ნიკა გვარამიას ეს ეგულისხმა, მაგრამ მორალური უპირატესობა “ოცნებასთან” დაკავშირებით, ამას ვეთანხმები. როდესაც შენ გაქვს ამბიცია, რომ ხარ ლიდერი და შეიძლება ხვალ მართო ქვეყანა, ივანიშვილთან კომპრომისზე არ უნდა წახვიდე.”- განაცხადა ლევან სანიკიძემ.