აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ არ გეგმავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფას ადრე მიღებული პროგრამებით მოწოდებული იარაღის გარდა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ შეუწყვეტია, თუმცა დახმარების ახალი პაკეტების ფორმირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, - განაცხადა მან.
ამავდროულად, რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ნატო-ს პარტნიორებთან თანამშრომლობს უკრაინისთვის დამატებითი Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის ბატარეების მიწოდებასთან დაკავშირებით.