თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. დღეს წინასასამართლო სხდომაა. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს 30 000 ლარიანი გირაოს გადახდის ვადა 7 ივნისს ეწურება, ამიტომ დღეს პროკურატურა, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ მოითხოვს,თუმცა ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ ეს შუამდგომლობა მაინც დააყენოს.
პროცესზე მისულმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გადახდას არ აპირებს.
"შეწყვეტის შუამდგომლობას დავაყენებთ, იმიტომ, რომ რეალურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის დაყენებული, როცა იგივეზე არსებობს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ეს სუფთა სამართლებრივი დეტალია, მაგრამ ცხადია, რომ არაფერი არ მოხდება. მეორე, გირაოსთან დაკავშირებით თუ დღეს იქნება შეკითხვა დასმული, ისედაც გაცემული მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი საჯაროდ, გირაოს გადახდა არ იქნება. თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7-ში როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით. ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს. ამას გარდა, ციხეში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, მართალია ცრუ ჩვენების, მაგრამ მაინც და ეს ადამიანები დღემდე ციხეში არიან და მე გარეთ ვიყო, იმიტომ, რომ გირაოს გადახდა არ მინდა და სიარული ქუჩაში და ეს ხალხი ლამის წამების მსვერპლნი იყვნენ, იმიტომ რომ ჩემზე ჩვენება არ მისცეს და კეთილსინდისიერად მოიქცნენ, ამას მე პირადად არ დავუშვებ. რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გადაიხადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აქ არ ამაქვს მორალური სასამართლო. ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ციხეში ყოფნა-არყოფნასტან დაკავშირებით", - ამბობს გვარამია.