ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების მასშტაბური შეტევა უახლოეს დღეებში დაიწყება.
მისი თქმით, შეტევის მიზანი უნდა იყოს სრული გამარჯვება ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასზე“ დაისლამისტი მებრძოლების ხელში დარჩენილი მძევლების გათავისუფლება.
მანამდე, დაჭრილ რეზერვისტებთან შეხვედრისას, ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი უახლოეს დღეებში სრული ძალით გააგრძელებდა ოპერაციას ღაზის სექტორში კამპანიის დასასრულებლად.
მან თქვა, რომ ისრაელი არ დათანხმდება ომის დასრულებას, მაშინაც კი, თუ ჰამასი კიდევ რამდენიმე მძევლის გათავისუფლებას შესთავაზებს.
„დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების გრძელვადიანი დასრულება - არა“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.