დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებულ გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის განცხადებით, მისი შვილის საკნიდან, რომელიც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მდებარეობს, ნაგავი არ გააქვთ.
ამის შესახებ ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.
„ეხლახანს დამიკავშირდა სახალხლო დამცველის აპარატი, ეტლს მიჯაჭვულ მოშიმშილე პატიმარ - გიორგი ჩიკვაიძეს, გარდა იმისა რომ აუკრძალეს საჭმლის მიღება და პატიმარი გადავიდა იძულებით შიმშილობაზე ამყოფებენ სრულ ანტისანიტარიაში, მისი საკნიდან 3 დღეა აღარ გააქვთ ნაგავი! და მის ჯანმრთელობაში გაჩნდა საგანგაშო ნიშნები რომელსაც აქ შეგნებულად არ ვწერ!
ეს არის ბოლო წუთების ინფორმაცია, როგორც ჩანს შეუდგნენ მისი ლიკვიდაციის გეგმის აღსრულებას!“ - წერს წერეთელი.