ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.
„ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, 4 -წლიანი მუშაობის შემდეგ, ვტოვებ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილებით.
მადლობას ვუხდი თითოეულ მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლიანი მუშაობისთვის, ყველა საჯარო მოხელეს მეგობრობისა და ქვეყნის ღირსეული სამსახურისთვის. მადლობა თანამებრძოლებს, გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა, ყველა სამთავრობო უწყებას თანამშრომლობისთვის. როგორც ყოველთვის ვრჩები ქვეყნისა და ერის სამსახურში”, - წერს შინჯიკაშვილი.