ამერიკული გამოცემა Axios წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს თურქეთში რუსეთის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებს დაესწრება, მაშინაც კი, თუ რუსეთი 12 მაისს ცეცხლს არ შეწყვეტს, როგორც ეს უკრაინის ლიდერმა ადრე განაცხადა.
„უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ზელენსკი ხუთშაბათს თურქეთში იქნება მაშინაც კი, თუ რუსეთი ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ დათანხმდება“,- წერს გამოცემა.
11 მაისს გვიან ღამით გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ის მზადაა ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში, კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა 30-დღიანი ზავის შესახებ არაფერი უთქვამს.
11 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს თურქეთში მოლაპარაკებებს, რათა სულ მიცრე გაირკვეს შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, და თუ არა, ევროპის ლიდერებს და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 მაისის საღამოს განაცხადა, რომ ის რუსეთიდან ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან ელის და 15 მაისს თურქეთში პირადად დაელოდება კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა ეჭვობს, რომ რუსულ მხარეს ისეთივე გამბედაობა ექნება, როგორც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს თურქეთში პირადი შეხვედრა შესთავაზა.