26 მაისი არის ხალხის ზეიმი და ჩვენც სწორედ სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არავის არ გამოუგზავნია მოსაწვევი, მე მოვედი ჩემით, როგორც მოვიდა ყველა ეს ხალხი. ცალკე ვინ აღნიშნავს? რეებს ლაპარაკობთ. ეს არის ხალხის ზეიმი და ჩვენც სწორედ სახალხო ზეიმს ვაწყობთ, სადაც ყველანი ერთად ვიქნებით. დამოუკიდებლობა არის ჩვენი ერთობლივი და ჩვენი ერთობის მიღწევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.