მინდა, ევროპის დღე მივულოცო ყველა ქართველ მეგობარს, საქართველო ევროპის ნაწილია, საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ევროპის დღესთან დაკაშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა მეგობრობა და სოლიდარობაა და ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
„დღეს ევროპის დღეა, მინდა, მივულოცო ეს დღე ყველა ქართველ მეგობარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. ევროპა მეგობრობა და სოლიდარობაა, დღეს ამის აღნიშვნას ვგეგმავთ. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იმედი მაქვს, ეს გაკეთდება და მომავალში ერთად ვიქნებით ერთ კავშირში“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.