რეალურად, თუ ვინმეს დასანქცირება უნდათ, რა საჭიროა აქტები, პირდაპირ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და დაასანქცირონ როგორც [აშშ-ის] წინა ადმინისტრაციის დროს გააკეთეს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„რეალურად, თუ ვინმეს დასანქცირება უნდათ, რა საჭიროა აქტები - რა კონგრესის, ან სენატის თანხმობა. პირდაპირ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თუ ვინმეს დასანქცირების სურვილი აქვთ, მიიღონ გადაწყვეტილება და დაასანქცირონ როგორც [აშშ-ის] წინა ადმინისტრაციის დროს გააკეთეს. მაშინ არანაირი აქტი მიუღიათ. ეს არის [„მეგობარი აქტი“] ჩვეულებრივი სპეკულაციები, ზეწოლის მექანიზმები, რომ ამ სახედაკარგულებს [ოპოზიცია], რომლებიც კვდებიან და ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ, რაიმე გადმოუგდონ. თუ ვინმეს დასანქცირება უნდათ პოლიტიკოსების, გამოვიდნენ და დაასანქცირონ, მარტივად შეუძლიათ. აშშ-ის პრეზიდენტსაც მარტივად შეუძლია და დიდი უფლება-მოსილებები აქვს“, - აღნიშნა კალაძემ.