ჯო უილსონისნაირი მექრთამეებისგან არაფერს არ ველოდები, თავის ქვეყანას და თავის საქმეს მიხედოს, -ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას' საუბარში POS TV-ს მფლობელმა და დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ.
"ჯო უილსონისნაირი მექრთამეებისგან არაფერს არ ველოდები. [...] მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ჩვენი ქართველი ხალხი. ჯო უილსონს ვეტყოდი, რომ თავის ქვეყანას და თავის საქმეს მიხედოს. სხვის ქვეყანაში ამ დოზით ჩარევა, მოგწონთ? ვერ ამოვხსენი [რატომ ვარ დასასანქცირებელთა სიაში]. [...] დამოუკიდებელ ქვეყანაში პარლამენტის წევრმა კანონს მხარი დავუჭირე, ამისთვის დამასანქცირონ, ეგ არის დემოკრატია? ეგ არის უილსონისებური დემოკრატია, ალბათ", - განაცხადა ჯაფარიძემ.