რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დასანქცირების რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილი.
„სანქციებთან დაკავშირებით ახლა კონკრეტულად მეც დასანქცირებული ვარ - ასანქცირებენ მოსამართლეებს. ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩემთან მიმართებაში არ გავრცელდება, მაგრამ წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო და ხომ არ შეიძლება გონივრული ეჭვის საფუძველზე... აქ ხომ პოლიტიკაა რეალურად. აქედან გამომდინარე, რადგან ამხელა უსამართლობაზეა საუბარი, შესაბამისად, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას. მიმაჩნია, რომ რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, რომ თქვათ: ვასანქცირებთ ლევან მურუსიძეს იმის გამო, რომ თურმე ის კორუმპირებულია და ქართველი ხალხი შეწუხებულო არის ლევან მურუსიძის კორუფციით. ხომ არავის არ სჯერა, რომ ეს რეალობაა.
რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ, ვინაიდან ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ მართლა კორუფცია აინტერესებთ. რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება აინტერესებთ. რატომ აინტერესებთ - თავიანთი გლობალური პოლიტიკაა. უკრაინა-რუსეთის ომი მიმდინარეობს, საქართველო რეგიონში მეზობელია. მთელი რიგი პროცესებია. ზოგს ეს ხელისუფლება უნდა. ვიღაცა რომ მოვიდეს ქვეყანაში, ამისთვის სჭირდებათ სასამართლო, რომ არჩევნები გაბათილდეს როგორც მოუნდებათ. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია. აქედან გამომდინარე, რადგან მიმაჩნია რომ აქ საუბარი კორუფციაზე არ არის და არის პოლიტიკური მოტივები, ამას ძალიან მშვიდად ვუყურებ. სანქციები, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ეს დღევანდელი დღითაც ჩანს, რომ ამდენი მოსამართლე შეიკრიბა. რაც უფრო ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება სასამართლო კორპუსი“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.