ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზია "7 სპილოს" საწყობი იწვის.
არსებული ინფორმაციით, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა, რომლის ლოკალიზებას სახანძრო ბრიგადები ცდილობენ.