საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. დეპუტატმა ხე ისანი-სამგორის რაიონში დარგო.
აქციაში მასთან ერთად რაიონის გამგეობა და ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ წელიწადში 12 ნერგის დარგვის კურთხევა მოსახლეობას საქართველოს პატრიარქმა მისცა.