იტალიელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის მონაწილეობას ევროკავშირის სამხედრო მისიაში, რომელიც ხორციელდება წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტი მებრძოლების თავდასხმებისგან სატვირთო გემების დასაცავად . იუწყება AP.
მისიის ამოცანაა „თავდაცვა, ანუ სავაჭრო გემებზე პირდაპირი თავდასხმების განეიტრალება და გემების გატაცების ნებისმიერი მცდელობის მოგერიება“, განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ პარლამენტის ქვედა პალატაში, სადაც 271-მა დეპუტატმა ხმა მისცა Aspides-ის მისიის მონაწილეობას. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ექვსი დეპუტატი.
ტაიანის თქმით, მისია ასევე მოიცავს სამხედრო ძალის გამოყენებას თავდასხმის შემთხვევაში. ამასთან, იტალიის სენატმა მისიას 153 ხმით მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
პარლამენტმა ასევე დაამტკიცა იტალიის მონაწილეობა ჰუმანიტარულ მისიაში ღაზაში, ასევე იუსტიციის სამინისტროს მისიას უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების აღდგენის მიზნით