საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს. აღნიშნული თარიღი რეგლამენტით არის განსაზღვრული. რეგლამენტის მიხედვით. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლი წლიური ანგარიში იქნება.