„ქართული ოცნება“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომასა და ყრილობას დღეს გამართავს.
პოლიტსაბჭოზე ოფიციალურად დამტკიცდება პრემიერის კანდიდატურა, ყრილობა კი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას კი უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ 29 იანვარს განაცხადა.