ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 
დაწყებულია გამოძიება.