„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია დღეს 30-მდე ადამიანმა დატოვა.
ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ია ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია ხალხსა და პარტიის მენეჯმენტს შორის დაშორიშორება.
პარტია დღეს დატოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 11-დან 10 წევრმა და ხობის ადგილობრივი ორგანიზაციის კიდევ 18 წევრმა. ფრაქციის ყოფილი წევრები საკრებულოს მანდატების დატოვებას არ აპირებენ.