ტელეკომპანია "მაესტროს" მაუწყებლობა გათიშულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" არხის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ღლონტმა განუცხადა, მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
"მიმდინარეობს არხის პროფილაქტიკა. მაუწყებლობა როდის განახლდება, ჯერ არ ვიცით", - აცხადებს ღლონტი.
რაც შეეხება იმას, ხომ არ უკავშირდება "მაესტროს" გათიშვა ფინანსურ პრობლემებს, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი, არხის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ "ამ საკითხზე ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გააკეთებს".
"მაესტრომ" მაუწყებლობა წუხელ შეწყვიტა.