ისნის რაიონში მდებარე ბაღდადის ქუჩას ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი ეწოდება.
აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საკრებულოს უკვე მიმართა.
საკრებულოს დეპუტატები აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწვეტილებას ახლა წლამდე მიიღებენ.
"საქართველომ დიდი მეგობარი დაკარგა. სამჭუაროთ ჩვენს ქვეყნას ასეთი ერთგული ეგობრები ბერი არ ჰყვას. ამიტომ ბაღდადის ქუჩას დაერქმევა რიჩარ ჰოლბრუკის სახელი. ეს არის ის მცირედი, რის გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია", - აღნიშნა საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისიის თავმჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სენატორი რიჩარდ ჰოლბრუკი ამდენიმე დღი წინ გულის შეტევით გარდაიცვალა, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის განსაკუთრებული მხარდამჭრი იყო.