დღეს, 23 დეკემბერს, 18 საათზე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ცნობილი აფხაზის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, აკადემიკოს ლორიკ მარშანიას, წიგნის _ ,,ჯვარცმული აფხაზეთის" პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, რომლებიც ლორიკ მარშანიასთან ერთად მონაწილეობდნენ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში.
პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში _ სამების საკათედრო ტაძარში.
წიგნის პრეზენტაციამდე, 17 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება ლორიკ მარშანიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.