უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის სამხრეთით წინ მიიწევენ, ჩრდილოეთით - მტრის შეტევებს იგერიებენ.
„ბახმუტის მიმართულებით, ბახმუტიდან სამხრეთით, ეტაპობრივად წინ მივიწევთ. ბრძოლები გრძელდება კლეშეევკის, კურდიუმოვკისა და ანდრეევკის რაიონებში“, - აღნიშნა მალიარმა.
მისი თქმით, ბრძოლები უკიდურესად მძიმე ხასიათს ატარებს. რუსი ოკუპანტები ახორციელებენ ინტენსიურ ცეცხლს.
ბახმუტიდან ჩრდილოეთით უკრაინის დამცველები რუსების შეტევებს იგერიებენ.
კუპიანსკის მიმართულებით ოკუპანტები შეტევას აგრძელებენ და ცდილობენ უკრაინის ძალები დაკავებული სიმაღლეებიდან უკუაგდონ. კერძოდ, მხოლოდ დღეს, უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს რამდენიმე შტირმი პოზიციების დაკარგვის გარეშე.
ლიმანის მიმართულებით ასევე მოგერიებულია მტრის რამდენიმე იერიში.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო შეშფოთება უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრეშეტევის ნელ ტემპთან დაკაშირებით და განაცხადა, რომ ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.