ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს.
სატელევიზიო მიმართვისას სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაშალეს კონსტიტუცია, შეაჩერეს ყველა ინსტიტუტი, ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები და დაამხეს პრეზიდენტი.
პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი საპრეზიდენტო გვარდიის ჯარებმა 26 ივლისს დააკავეს.
სამხედროების თქმით, მთავრობის ჩამოგდება უსაფრთხოების გართულებულ ვითარებას და სუსტ ეკონომიკურ-სოციალურ მმართველობას უკავშირდება.
პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ სამხედროებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა.
ნიგერის პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი, რომელიც 2021 წელს აირჩიეს, საფრანგეთის და დასავლეთის ქვეყნების ახლო მოკავშირეა.
დასავლეთ აფრიკის ეკონომიკურმა ბლოკმა გადატრიალება დაგმო და ჯგუფის სახელით ბენინის პრეზიდენტი შუამავლობისთვის ნიგერში ჩავიდა.
1960 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ნიგერში ოთხი წარმატებული გადატრიალება და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა მოხდა.
ბოლო გადატრიალება ქვეყანაში 2010 წლის თებერვალში მოხდა და პრეზიდენტ მამდუ ტანჯას დამხობით დამთავრდა.
ნიგერში მოქმედებენ ჯიხადისტები, ასევე დაჯგუფებები, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“.