ვინც ანწუხელიძის სტენსილი წაშალა კეკელიძეზე კედლიდან არის გარეწარი და მეტი არაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ გვერდზე წერს.
კეკელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის კედლიდან საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ნახატი წაშალეს. ინფორმაციას ფეისბუქგვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.