"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება დატოვა.
რუსთავის ციხესთან მას ოჯახის წევრები, "მთავარი არხის" თანამშრომლები და მეგობრები ელოდნენ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.