24 ივნისს, 11 საათზე, ვარკეთილის მედიათეკაში (ვიქტორ კუპრაძის #1), ფილოლოგი ნინო ჯალაღონია ჩაატარებს ლიტერატურულ ვორქშოპს თემაზე: „მანგა სასწავლო პროცესში“. ვორქშოპი გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში და გათვლილია 10-15 წლის მოზარდებზე, თუმცა დასწრება ნებისმიერი ასაკის მანგის მოყვარულს შეუძლია.
ვორქშოპის მონაწილეები ჩაერთვებიან ინოვაციურ აქტივობაში, რომელიც მოიცავს იაპონური მანგის ლიტერატურაში გამოყენების სპეციფიკასა და პრაქტიკულ სამუშაოებს. ვორქშოპის მიზანია მოსწავლეებში აკადემიური მიღწევის გაუმჯობესება, ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა, განსხვავებული კულტურების გაცნობა და მათი საერთოს აღმოჩენა, სკოლაში მიღებული ცოდნის გამყარება, დამოუკიდებლად აზროვნების უნარის გაუმჯობესება, „ვეფხისტყაოსნისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“ შინაარსის ვიზუალურად გააზრება, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება და სხვა.
ვორქშოპისას გამოყენებული იქნება ივანე მახარობლიშვილის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები და „სტუმარ-მასპინძლის“ ქართულ-იაპონური მანგა, რომელიც თარგმნა ენათმეცნიერმა იასუჰირო კოჯიმამ, ხოლო ილუსტრაციები შექმნა თინა ცხადაძემ. დასწრება თავისუფალია, რისთვისაც უნდა გაიაროთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/xDLPR