ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ტაბულას“ ცისია კირვალიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭმა ბერძენიშვილს კვერცხები ესროლა.
"5 წუთის წინ ჭავჭავაძეზე ჩემ თვალწინ დაესხნენ თავს ლევან ბერძენიშვილს - ახალგაზრდა ბიჭმა კვერცხები ესროლა და მონა ეძახა", - წერს ცისია კირვალიძე.