თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციაზე ჭიათურელმა მაღაროელებმა კარავები გაშალეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.
20 ივნისს, 16:00 საათზე მაღაროელები მსვლელობას გეგმავენ „ჯორჯიან მანგანეზის“ ცენტრალურ ოფისისკენ. მსვლელობის შემდეგ ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდებიან და გააგრძელებენ აქციას.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-14 დღეა, გრძელდება. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.
10 მაღაროელი მერვე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა მათგანმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ.