უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. შემთხვევა ბახმუტთან ახლოს გუშინ მოხდა, მებრძოლი დაბომბვას ემსხვერპლა. ზურაბ მუშუქია გამოცდილი სამხედრო იყო, მონაწილეობდა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში.
ბოლო ცნობებით, ქართველი მებრძოლი ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენებული არ არის. ის 46-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.