კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, 2023 წლის მარტში, ბუდაპეშტში  ვიზიტის  ფარგლებში უნგრეთის ცნობილი საკონცერტო ორგანიზაციის-უნგრეთის  ფილარმონიის დირექტორატს შეხვდა.
მხარეებს შორის შეთანხმების შედეგად, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, 2024-2025 წლების ბუდაპეშტის  საკონცერტო სეზონში ქართველი ნიჭიერი პიანისტები ბუდაპეშტის ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში   მიიღებენ მონაწილეობას.
ქართველი პიანისტებს თბილისში, მოსმენის შედეგად, სპეციალური ჟიური შეარჩევს, რომელსაც ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.