გადმოფინეთ საქართველოს და ევროპის დროშები ფანჯრებიდან და აივნებიდან, აჩვენეთ რუსეთუმეებს, რომ საქართველო არ გადაუხვევს არჩეული გზიდან, - წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
„ჩემი მოწოდება საზოგადოებას:
წელს პარლამენტის სა26მაისო მორთულობაში აღარ ჩანს ევროპის დროშა. ალბათ მალე ჩამოხსნიან ევროპის დროშას, რომელიც დღემდე ფრიალებს პარლამენტის წინ.
ყველასთვის ცხადია, როგორ ვშორდებით ევროპას.
ამიტომ: გადმოფინეთ საქართველოს და ევროპის დროშები ფანჯრებიდან და აივნებიდან.
ვისაც არ გაქვთ - შეიძინეთ. ხვალ ბოლო დღეა.
აჩვენეთ საქარველოს მტრებს, რომ წილი ნაყარია.
აჩვენეთ რუსეთუმეებს, რომ საქართველო არ გადაუხვევს არჩეული გზიდან.
აქციეთ 26 მაისის დღესასწაული საერთო სახალხოდ - მიიღეთ ასეთი სახით მონაწილეობა საქართველოთვის ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღნიშვნაში.
და დამეხმარეთ ამ მოწოდების გავრცელებაში“, - წერს ლაშა ბაქრაძე.