ხვალ, 16 მაიისს, ,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის“ (,,სცეა“) ორგანიზებით, 15:00 საათოდან 19: 00 საათამდე ,,მთაწმინდის პარკში“ მოეწყობა ცელიაკიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მხიარული ღონისძიება ბავშვებისთვის. მათ განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, გაიმართება საბავშვო კონცერტი სტუდია ,,ლურჯა ცხენების“ მონაწილეობით. ადგილზე წარმოდგენილი იქნება გლუტენის გარეშე პროდუქცია.
მაისი ცელიაკიის დაავადების (გლუტენის აუტანლობა) ცნობიერების ამაღლების თვეა, 16 მაისი კი-ცელიაკიის საერთაშორისო დღე. ეს დღე თბილისში წელს პირველად პირველად აღინიშნება.
,,სცეა“ მადლობას უხდის ,,მთაწმინდის პარკს“ თანამშრომლობისთვის, ასევე პროექტის პარტნიორებს: ,,ჯორჯიტა,“ ,,გეფა“, Sugar Free Organic Sweets, ,,გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას“ და საბავშვო სტუდიას ,,ლურჯა ცხენები“.
16 მაისთან დაკავშირებით, ,,გაანათე ცელიაკია“ (Shine a light on celiac) საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, თბილისში განთდება დედაქალაქის ანძა და მთაწმინდის პარკის ეშმაკის ბორბალი.
ამ დღესთან დაკავშირებით, სოლიდარობის აქტივობები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება; მწვანე ან ლურჯ ფერებში განათდება შენობა-ნაგებობები და ლენდმარკები, როგორებიცაა: ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეირიოში, ლონფელოუს ხიდი ბოსტონში, აშშ., მოტრუზის ხიდი ჰიუსტონში და სხვა. სრული სია იხილეთ: https://shinealightonceliac.org