უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი, ნიკა ჯიყაშვილი ემსხვერპლა.ჯიყაშვილი, ლუჰანსკის მიმართულებაზე, საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა.
თანამებრძოლების ინფორმაციით, ჯიყაშვილი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. მისი ცხედრის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.
ჯიყაშვილი 44-ე ქართველია მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.