აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან 24-საათიან პროტესტი შეწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
მათი თქმით, დღეს მიიღეს დაპირება, რომ როგორც კი ყველაფერი იქნება მზად პრეპარატ "ვოსორიტიდის" შემოსატანად, ფინანსთა სამინისტრო შესაბამის თანხებს გამოყოფს.
"დღეს მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას დავესწარით, სადაც დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება დასრულებული. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში ვოსორიტიდის შეძენას გადაწყვეტს, ის თანხებს დაუყონებლივ გამოყოფს. ასევე, რაც მთავარია, ჩვენ, მშობლები, ყოველკვიურ შეკრებაზე ჩართული ვიქნებით ყველა იმ სამუშაო განრიგში, რაც მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით იქნება. ვინაიდან, ჩვენ უფრო ბევრი გვაქვს წინ სამუშაო, მშვიდი გონება გვჭირდება და პირველ რიგში, ვჭირდებით ჩვენს ოჯახებს, ამიტომ, ვწყვეტთ 24-საათიან აქციას კანცელარიასთან. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე ყველა შეჯერდა იმაზე, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალოდ “ვოსორიდიტი” არის ერთადერთი მედიკამენტი". - განაცხადეს მშობლებმა ბრიფინგზე.