უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კავკასიის ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.
უცნობია დაღუპვის ადგილი. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირა.