საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი მიგაჩნიათ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, გამოკითხულთა 63% ასახელებს ევროკავშირს, 47% – აშშ-ს, 27% პროცენტი – უკრაინას, 18% – თურქეთს, 16% – აზერბაიჯანს. ასევე 12% ასახელებს ბრიტანეთს, 8-8 პროცენტი – რუსეთს, სომხეთსა და ისრაელს, სამი პროცენტი ჩინეთს, ორი პროცენტი უნგრეთს, ერთი პროცენტი ირანს.
გამოკითხულთა 5% მიიჩნევს, რომ არცერთი არ მიაჩნია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად, კითხვაზე პასუხი არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე გამოკითხულთა ხუთი პროცენტი.
ამასთან, ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 87% რუსეთს ასახელებს, 8-8 პროცენტი აშშ-სა და თურქეთს, ოთხი% ირანს, 3-3 პროცენტი ასახელებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, ევროკავშირს ასახელებს გამოკითხულთა სამი% უკრაინას – 2%, ჩინეთს – ორი%.
კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.