აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია გრძელდება. გასული ღამე რამდენიმე ადამიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენა. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და წამლის დაფინანსების საკითხის მოგვარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტს 24-საათიან რეჟიმში მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათ მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრი არ უპასუხებს. დღესვე, მშობლები მსვლელობას გამართავენ და მთავრობის ადმინისტრაციიდან ფეხით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.