“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს, დაე ჩვენს გულებში, ოჯახებში და ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა აუცილებელია ქართველი ერის ერთად დგომა.
“უმნიშვნელოვანესი დღეა და მინდა გულით მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც აღვნიშნავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველის ერთად დგომა. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და ეს ყველაფერი სიკეთის, სიყვარულის, ერთმანეთის პატივისცემის გარეშე შეუძლებელია.”- განაცხადა ხაბეიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც მთელს მსოფლიოს ჰყავს ერთი მტერი და ეს არის რუსეთი:
“ჩვენ უნდა შევძლოთ მტრის წინააღმდეგ გაერთიანება. ჩვენს ქვეყანას ისევე როგორც მსოფლიოს ჰყავს ერთი მტერი და ეს არის პუტინის რუსეთი. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ვიდგეთ ყველანი ერთად ამ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც პუტინის რუსეთი დამარცხდება. დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.