თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარეობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია"ერთად ევროპაში".
"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით შეუერთდნენ.
აქციის მთავარი მოთხოვნებია ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულება, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება.
აქციას ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მხარდამჭერები საქართველოს რეგიონებიდან.
რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო გზა.