წმინდა სინოდის წევრმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) კიევ-პეჩორის ლავრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს მხარდაჭერას უცხადებს. მის განცხადებას რუსეთის საპატრიარქო აქვეყნებს.
"საქართველოს ეკლესია ღრმად დამწუხრებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეს მძიმე გამოცდა. ბევრი მორწმუნე ავლებს პარალელს ბოლშევიკურ პერიოდში ეკლესიის დევნასთან.
ვლოცულობთ ღვთის წყალობისა და უსწრაფესი მშვიდობისათვის თქვენს ქრისტესმოყვარე სამშობლოსათვის, ეკლესიისა და ხალხის ერთიანობისთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წევრის სულისა და სხეულის განმტკიცებისთვის, მისი მეთაურობით, უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრესი, სინოდის წევრების, თანამოძმეების და მორწმუნე ხალხის", - ნათქვამია განცხადებაში.