ჩვენ გვებრძოლეთ ბატონო - გაამხნევეთ და მორწყეთ თქვენი ,,ფანტაზია", მაგრამ ამით მხოლოდ მე კი არა - ქვეყანას მიიყვანთ უფსკრულთან, - ამის შესახებ მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.
გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ ყოველთვის გამოთქვამს სამოქალაქო პოზიციას, რადგან ეს მისი არჩევანია და ვერავინ დაახევინებს უკან.
„დღეს უკანასკნელად დავწერ და დაგემშვიდობებით.
არავის განვსჯი, ყველას აქვს საკუთარი ლოგიკური არგუმენტი და ფიქრი და ეს ხალხიც გათათხეს და მიწასთან გაასწორეს, ,,იუნესკოს საქმე" ადამიანის თითქმის დამართებულ ინფარქტს გაუთანაბრეს, ადამიანის დახვრეტის ბრალდებით რომ შეემთხვა, ორგანიზებული ჯგუფების უბინძურესი შემოტევა არაერთ ქართველ მწერალზე, მათ გამოხატულ პოზიციას გაუტოლეს, მაგრამ ეგრე ვიღაცისთვის უცნაურად მოხდა, რომ მე და ტურიკას, მაგალითად არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის (ყოველ დილით და საღამოთი მოვიკითხავდი - ვიცი რა რთულია ამ დროს ეულად ყოფნა), არც ელისო ბოლქვაძის ,,იუნესკოს წერილზე" მოგვიწერია ხელი, მაგრამ ბოლო ხუთი დღეა, უცნაური ადამიანების და ტროლ-ბოტების მხრიდან სწორედ ჩვენ ვიყავით ძირითადი სამიზნე.
განა მიკვირს რატომ? - ვიცი. დაწერეს და თქვეს ყველაფერი, რასაც მათი ან მკარნახებლის ფანტაზია გასწვდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის თავს არ ვაცოდებ - ეს ორი კვირაა ჩემი სამოქალაქო პოზიცია გამოვთქვი, ადრეც გამომითქვამს და გამოვთქვამ ყოველთვის, როცა საჭირო იქნება - ეს ჩემი არჩევანია. არც ამის წაყრუებაა სწორი, მაგრამ ვერც ვერავინ დამახევინებს უკან. ვერასდროს. ჩვენ გვებრძოლეთ ბატონო - გაამხნევეთ და მორწყეთ თქვენი ,,ფანტაზია", მაგრამ ამით მხოლოდ მე კი არა - ქვეყანას მიიყვანთ უფსკრულთან. ეს ჩემი რჩევაა, თქვენთვისაც უკეთესი. დროებით“, - წერს გიორგი კეკელიძე.
დღეს, მწერალი დათო ტურაშვილი ფორმულას გადაცემაში „მე-17 სართული“ ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.