მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად”, - წერს სოციალურ ქსელში ანაკო ტურაშვილი მამის, დათო ტურაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მეგობრებო, უცნობო და ნაცნობო ადამიანებო, ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან გვიჭირს მეც და დედაჩემსაც, რომ ყველას გიპასუხოთ და დიდი ბოდიში.
მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად. დედაჩემი არის შიგნით მასთან და ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, დედაჩემიც და მამაჩემიც.
ფორმულას ეთერიდან, გადაცემა “მე-17 სართულად”, სადაც ძალიან ინერვიულა ბოლოდროინდელი ამბებიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ კარგი ხალხი მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება.
ისევ გავიმეორებ რომ არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ.
ტროლები რასაც წერენ და მწერენ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კარგი ადამიანები მწერენ და გვამხენევებნ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა ყველას”, - წერს ანაკო ტურაშვილი.
დღეს, მწერალი ფორმულას გადაცემაში „მე-17 სართული“ ემოციური განცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
"სამი დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათაშორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით? საფრანგეთის აგენტობის. ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს? დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე ნუ კი ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს წითელსო", - თქვა დატო ტურაშვილმა გადაცემის რუბრიკაში "ტურიკას წიგნები."