საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს გასააპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან.
პარლამენტთან ხალხის ძალის პროექტის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები.
შენობის შესასვლელებთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონპროექტებზე დღეს იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა 09:30 საათზე უნდა დაიწყოს. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ასევე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.